"ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში სამრეკლოს კედელზე „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის, მირიან ქათამაძის საარჩევნო პლაკატია გაკრული.
ფოტოებს „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ექსტერიერსა და ინტერიერზე. აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.
ფოტოს ავტორი: გიორგი წეროძე. ჩაქვი, სოფელი ჩაისუბანი